თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ირიბმა ფიგურანტმა, „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ, ვინც სატელიტის ფოტოები მოიპოვა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
ფურცხვანიძის განცხადებით სატელიტით მოპოვებულ ფოტოებზე, რომელზე პროკურატურამ უკვე განაცხადა რომ გაყალბებულია, თავად ხელახალ ექსპერტიზას ჩაატარებს. ფურცვანიძის განცხადებითვე შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონოდა შეხება იმ მასალებთან რომელსაც ამუშავებენ სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდ ფინანსურ სქემაზე.
დავით ფურცხვანიძეს დღესაც არ დაუსახელებია პირი ვინც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა.