დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 92 აჭარაში დაფიქსირდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა-მთიანეთი-1.
მარინა ეზუგბაის განცხადებით, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, 60 წლის ქალი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი დღეს 40-ით გაიზარდა.