მესამე სექტორის შეფასება

10 ოქტომბერი 2016, 00:00 3304 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ. მესამე სექტორში ამბობენ, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დაფიქსირებული დარღვევები ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების არაპროფესიონალიზმით იყო გამოწვეული. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაფიქსირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი  გავლენა არ მოუხდენია  არჩევნების შედეგებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებს დადებითად აფასებენ და საარჩევნო ადმინისტრაციას რეკომენდაციებით მიმართავენ.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს გუშინ  საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა საერთო ჯამში ის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში