საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 182 ახალი შემთხვევის გადანაწილება ასეთია: აჭარა - 129, ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, ქედა - 3, შუახევი - 1. რაც შეეხება სხვა რეგიონებს: თბილისი - 34, იმერეთი - 11, რუსთავში - 4, გურია - 3, კახეთი - 1.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა.
"კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11 კრიტიკულად მძიმეა. მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 75 აჭარბებს.
2-3 დღეა სტაბილური მონაცემებია, დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია, ორი კვირის განმავლობაშ თითქმის გაორმაგებულია. ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება. თუ ასე დავიჭერთ სიტუაციას, მოქალაქეები გაითავისებენ და რეგულაციებს შეასრულებენ მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და მას სავარაუდოდ მოჰყვება დაღმართი"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6633 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 მოქალაქე.