აჭარაში გვყავს ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანის მოლოდინში არიან - ტიკარაძე

16 სექტემბერი 2020, 16:59 2620 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში ყველაზე მწვავედ კოვიდინფიცირებული პაციენტების ე.წ ტრიაჟის პრობლემა დგას. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არიან პაციენტები დადასტურებული კოვიდინფექციით, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რომ მათი გადანაწილება მოხდეს.

მინისტრმა კლინიკის ხელმძღვანელებს მოუწოდა გამოთქვან მზაობა ასეთი პაციენტების მისაღებად.

"უკვე მობილიზებულია რამდენიმე სტაციონალი, სადაც არის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალება და ის რაც კრიტიკულია აჭარაში არის შემდეგი, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები დადასტურებული კოვიდინფექციით, რომლებიც იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ ტრიაჟი. შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ მათი გადანაწილება სასტუმროებსა და სტაციონალებში. აქედან გამომდინარე მე მაქვს თხოვნა თქვენთან, რომ გამოვაცხადოთ უფრო მეტი მობილიზაცია იმისათვის, რომ საგანგებო-გადაუდებელი დახმარების ცენტრს საშუალება მიეცეს მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა, რომ მოხდეს მათი დროული დიაგნოსტირება და შემდეგ უკვე მათი განთავსება.

ეს საკითხი უნდა გადავჭრათ პირველ ეტაპზე. რომელი კლინიკებიც არიან ჩართული ამ პროცესში ამ კლინიკის ხელმძღვანელებს ვთხოვ, რომ დაუყოვნებლივ მოახდინონ კომუნიკაცია მათ კლინიკურ ხელმძღვანელებთან იმისათვის, რომ ეს მზაობა კლინიკებში დროულად იქნას გამოცხადებული"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი