აჭარაში კორონავირუსი კიდევ 144 მოქალაქეს დაუდასტურდა

16 სექტემბერი 2020, 11:04 2487 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა, აქედან 144 შემთხვევაში პასუხი კორონავირუსზე დადებითია.

რეგიონში მკურნალობის კურსს გადის გადის 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებებში, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება. 

ნონა ეფაძის თქმით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან ძირითადი ნაწილი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებია. 

ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები,  არასრულწლოვნები და ორსულები. 

''შემთხვევათა უმეტესი წილი ისევ და ისევ უკავშირდება, გამოვლენილი დადებითი შემთხვევების კონტაქტებს,  რომლებიც იყვნენ იზოლაციაში და მას მიზნობრივად ჩაუტარდათ ტესტირება. ისინი ცნობილი კლასტერების და ინფიცირებულების კონტაქტებია. ორი შემთხვევა უკავშირდება საკარანტინე სივრცეს. 

პაციენტების მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება გაზრდილ სტატისტიკას, რადგან ეს მოსალოდნელი იყო. შემთხვევათა მატება მომდევნო დღეებშიც იქნება. ამ მიზნობრივ ჯგუფებში და გამოვლენილი მინი კლასტერების ირგვლივ ისევ შიძლება გაიზარდოს. ყველა ეპიდკერაში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, თითოეულ შემთხვევაზე მიდევნება ხდება, რომ მოხდეს კერები ლოკალიზება. მთავარი არის შემთხვევათა მატების შეკავება.

ნაწილი შემთხვევებისა, რომლებიც გვიან იყო გადმოცემული კვლევაშია. მათ შორის იყო სამედიცინო პერსონალიც, მათი კონტაქტების დაზუსტება უკვე დაწყებულია. გვყავს არასრულწლოვნებიც დაახლოებით 15-მდე, არის ორსულებიც. მოხუცთა თავშესაფარში არ გაზრდილა ინციფირებულების რაოდენობა. დამატებითი კვლევა ჩატარდა.  კონტაქტში მყოფი პირები პერიოდულ ტესტირებას გადიან და ასევე არიან კარანტინსა და იზოლაციაში'' - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მაოდგილეს ჟურნალისტებმა პაციენტების ბინაზე მართვის შესახებაც ჰკითხეს, ნონა ეფაძემ თქვა, რომ პროტოკოლი მუშავდება და ამაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ​კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთშიც. 

საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს,  კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი