თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხზე ვმუშაობთ - საგარეო 

15 სექტემბერი 2020, 10:25 1490 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად მუშაობს თურქეთიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსასვენებლად. გავრცელებული ინფორმაციით მოქალაქე სტამბულში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პირველადი მონაცემებით მას ძალადობის კვალი და აგრეთვე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. 

''გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულია საქართველოს მოქალაქე. ასევე ითქვა, რომ თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია ასევე ქართველი, თუმცა თურქეთის პოლიციას დაზუსტებული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ცხედარი პროზექტურაშია და ვმუშაობთ, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს'' - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი