აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 108 პაციენტიდან 3 სამართალდამცველია. 2 აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ხოლო 1 საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. კოვიდ-19 დაუდასტურდა ხულოს რესურსცენტრის თანამშრომელს. ინფიცირებულებთან ერთად იზრდება კოვიდ მიმღები კლინიკების რაოდენობაც. აჭარის საზოგადოებრივ ცენტრში კონკრეტულ კლასტერებს აღარ ასახელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები საზოგადოების სხვადასხვა წრეში გამოვლინდა, მათ შორის არიან უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტირებული პირები , ასევე ინფიცირებულები ,რომელთა წყარო ცნობილი არ არის.