სოფელ მატანში, სოფელ ზოდში, ასევე ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა - პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება

14 სექტემბერი 2020, 14:40 1265 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.

"ყველა ამ მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი გაივლის სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირებას. ასევე ამ მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება"-ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ნათია მეზვრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეზღუდვებს აწესებენ იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება უფრო მეტად, წერტილოვნად და ლოკალურად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი