გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდება

14 სექტემბერი 2020, 12:05 1663 ნახვა

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად მოსახლეობის უმეტესობა-56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს.

მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში-15 % და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება 13%.

კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი”,-აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი