ხულოში COVID-19 რესურსცენტრის თანამშრომელს დაუდასტურდა 

14 სექტემბერი 2020, 11:45 2900 ნახვა

ხულოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ინფიცირებულია რესურსცენტრის თანამშრომელი. უწყების ცნობით, ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ იმყოფებოდა. 

ინფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ვკითხეთ. რუსუდან შავიშვილმა დაადასტურა, რომ მაღალმთიან აჭარაში  ერთი შემთხვევა არის და საკითხს იკვლევენ. 

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალს შეხება ჰქონდა ბათუმში ხოზრევანიძის კლინიკასთან. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

დღეს, 14 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსი კიდევ 108 მოქალაქეს დაუდასტურდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი