"სიტუაცია არის ბოლომდე მართვადი, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს” - თორნიკე რიჟვაძე

12 სექტემბერი 2020, 21:54 1793 ნახვა

მიუხედავდ დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებლისა, სიტუაცია არის მართვადი. სისტემა გამართულად მუშაობს - თორნიკე რიჟვაძემ, ამის შესახებ აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.მიუხედავდ დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებლისა, სიტუაცია არის მართვადი. სისტემა გამართულად მუშაობს - თორნიკე რიჟვაძემ, ამის შესახებ აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"ბოლო დღეებში განსაკუთრებით მომატებულია ეპიდემიოლოგიური რისკები. რა თქმა უნდა ეს გასაგებია ვინაიდან, როგორც ჩვენს რეგიონში ასევე მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში პრაქტიკულად მომატებულია ინფიცირების რიცხვი. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენ უკვე გვიფიქსირდება დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები სიტუაცია არის ბოლომდე მართვადი, ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია. ეს ეხება ერთის მხრივ, როგორც ეპიდიოლოგიურ ნაწილს ასევე კლინიკურ ნაწილს. განსაკუთრებით ავღნიშნავ უწყებათა საბჭოს მუშაობას, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ ასევე ვმუშაობთ რეგიონული ოპერატიული შტაბის ფორმატში ყოველ დღიურ რეჟიმში და ყოველ საათობრივ რეჟიმში. ხდება აბსოლუტურად არსებული მონაცემების ანალიზი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

მისივე თქმით იმედოვნებს,რომ მოსახლების პასუხისმგებლობით, მედპერსონალის და ეპიდემიოლოგების მუშაობით რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდება.

"მომდევნო დღეებში უკვე ველოდებით, რომ ეს რიცხვი შემცირდება. რამდენად მალე შევძლებთ პრაქტიკულად გადავტეხოთ არსებული სიტუაცია დამოკიდებულია რა თქმა უნდა მოქალაქეებზე რეგიონის მაცხოვრებლებზე და მათ პასუხისმგებლობაზე. ასევე ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მუშაობაზე. ჩვენ, ჩვენს ნაწილში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ როგორც სამედიცინო ჰოსპიტალური ნაწილი ასევე სასტუმროები, სადაც კოვიდ ინფირებულების ​სტაციონარის შემდგომი მკურნალობა მოხდება. ყველაფერი იყოს წესრიგში და სისტემა მზადყოფნაში", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი