„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,
„გუშინ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა ვირუსი. ამ ინფორმაციის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ამის თაობაზე საზოგადოებას და მედიას ვაცნობეთ. ეს მოხდა 17:00 საათზე და ზუსტად ერთ საათში ჩვენთან მობილიზებული იყო რამოდენიმე ბრიგადა კერძო ლაბორატორია „ნეოლაბიდან“, რომლის დახმარებითაც, ძალიან მოკლე დროში ჩვენი კომპანიის 400-მდე თანამშრომელს ჩავუტარეთ ტესტირება სულ რამოდენიმე წუთის წინ მოვიდა პასუხები და საბედნიეროდ, ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითია" -განაცხადა სალიამ.