ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. ჯამბულ ხოზრევანიძის განცხადებით, არსებობს ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია ქედაში, ქართული ოცნების ოფისთან როგორც მიიტანეს სურსათი, რომელიც მოსახლეობას უნდა დაურიგდეს.
განცხადების ავტორი ორგანიზაციებს მიმართავს ფაქტით დაინტერესდნენ. ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ პროდუქტები შესაძლოა კერძო სავაჭრო ობიექტს ეკუთვნოდეს, რომელიც ქედის ცენტრში „ქართული ოცნების“ ოფისთან მდებარეობს.