“ქართული ოცნების” ოცეული

11 სექტემბერი 2020, 11:04 1091 ნახვა

''ქართულმა ოცნებამ'' პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა. განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის პირველ ოცეულში ყოფილი სპორტსმენებიც არიან. პრემიერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

სიაში მოხვდნენ ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი