მოვუწოდებ დამსაქმებლებს სიცხიანი თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან - ამირან გამყრელიძე

09 სექტემბერი 2020, 13:09 1016 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დამსაქმებლებს მოუწოდებს თვალი ადევნონ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

"რეკომენდირებულია დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. დამსაქმებელი ვალდებულია თვალი ადევნოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სიცხიანი ადამიანი სამსახურში არ დაუშვას. ისინი უნდა იყვნენ გადამისამართებულნი ტესტირებისთვის.

ასევე ძაან მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ  ბათუმის კაფე "დონაში" 20 აგვისტოს შემდეგ ნამყოფი ადამიანები მიბრძანდნენ სამედიცინო დაწესებულებაში და გაიტესტონ, ასევე სასტუმრო "ოაზისში" მყოფები 30-31 აგვისტოს და რესტორან "მრავალჟამიერში" ქორწილში მყოფი პირები"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი