თეატრების, კინოთეატრებისა და საბავშვო ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო

09 სექტემბერი 2020, 12:09 1117 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო. აქამდე არსებული ინფორმაციით თეატრების გახსნა 15 სექტემბერს იგეგმებოდა. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ასევე პირველ ნოემბრამდე არ გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრებიც. 

''ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა. უწყებათაშორისმა  საბჭომ ცალკეული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  მკაცრდება გარკვეული რეგულაციები. ხვალიდან შევა ძალაში რამდენიმე მათგანი. 

დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება, აღნიშნული ობიექტები უნ და გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბერს  და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. 

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი  ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან'' - განაცხადეს ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი