ხმაური 69-ე ოლქის პირველ უბანზე

09 ოქტომბერი 2016, 00:00 3862 ნახვა

ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით 69-ე ოლქის პირველ უბანზე. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები ამ უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, საკონტროლო ფურცელს არ ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი. ადგილზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდა, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ეს არ არის იმ დონის დარღვევა, რომ ამ უბნის 700-მდე ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება გაბათილებული იქნას. მოგვიანებით განმარტება გააკეთა ამავე უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ის აცხადებს, რომ უბნის გახსნისას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, რამაც უბანზე უკონტროლო სიტუაცია შექმნა. მოგვიანებით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა პირველ უბანზე, ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. ისინი ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ და უბნის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში