ნაც. მოძრაობის კლასტერზე ნაკლებად ვართ კონცენტრირებული - თორნიკე რიჟვაძე

07 სექტემბერი 2020, 21:58 1653 ნახვა

ნაც. მოძრაობის კლასტერზე ნაკლებად ვართ კონცენტრირებული - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ყოველდღიურ რეჯიმში დაკავებული ვართ იმით, რომ ვმართოთ რისკები. მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება და ნაკლებად ვართ კონცენტრირებული ნაც. მოძრაობის კლასტერზე.

ნაც-მოძრაობამ ვერ შეიგნო ის, რომ 2012 წელს ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მათ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და არაერთ კვლევაზე დაყრდნობით ამ განაჩენის გადახედვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

გარკვეულ ძალაუფლების დაბრუნებით შეპყრობილ სუბიექტებს მობრუნების სურვილი აქვს, ბრაზილიური სერიალის გმირები ჰგონიათ თავი და ყოველდღიურ რეჟიმში დესტრუქციის მოხდენას ცდილობენ. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ პოლიტიკის გატარებას, რასაც აქამდე ვახორციელებდით - ჩვენი მოქალაქეების დაცვას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში