საკარანტინო ვადა 8 დღემდე შემცირდა - გიორგი გახარია 

07 სექტემბერი 2020, 15:20 2620 ნახვა

საკარანტინო ვადა 12-დან 8 დღემდე შემცირდა - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მერვე დღეს მოქალაქეებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ,  უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი კარანტინს დატოვებენ. 

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პირებს კიდევ ერთი კვლევის ჩატარება მოუწევთ და ისინი მეთორმეტე დრეს კვლავ გაიტესტებიან. 

''ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ მოქალაქეებს შევუმსუბუქოდ კარანტინი. ვამცირებთ დღეების რაოდენობას, უფრო მეტს თავისუფლებას ვაძლევთ რომ სწრაფად და  ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი