2 თვეზე ნაკლები არჩვენებამდე. აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრისთვის, 14 პარტია იბრძოლებს. მათ რეგისტრაციისთვის 4 დღე ჰქონდათ.
7-ის დოკუმენტაცია კი ჯერ განხილვის პროცესშია. რეგისტრირებულ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის საშუალებაც აქვთ. პარტიული სიის შედგენის წესში კი წელს ცვლილებები შევიდა, კერძოდ, სიის ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა უნდა წარადგინოს.
დარეგისტრირებულს შორისაა: „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანი“ რომლებმაც კომისიაში საკუთარი წევრები უკვე დანიშნეს.