აფეთქება ფილარმონიასთან - დაიღუპა ერთი ადამიანი

04 სექტემბერი 2020, 18:04 1761 ნახვა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი. ისინი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, მუშებს, რომლებიც კონდიცირების სისტემის გასამართად მუშაობდნენ, სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში