NDI საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გამოაგზავნის

04 სექტემბერი 2020, 14:04 814 ნახვა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც მიზეზად პანდემიაა დასახელებული.„წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები.

NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. „ წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში