„დრიმლენდ ოაზისში“ აღებული 924 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია

03 სექტემბერი 2020, 22:28 2835 ნახვა

სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" აღებული 900-ზე მეტი პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ დაუდასტურა. 

მათივე ინფორმაციით, სასტუმროში მყოფ პირთა გამოკვლევა დასრულდა და ყველა პასუხი უარყოფითია, რის გამოც სტუმრებს უფლება აქვთ დატოვონ სასტუმროს ტერიტორია.

"ამ ეტაპისთვის ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი. 940 კაცი, რომლის ტესტირებაც ჩატარდა ყველას პასუხი უარყოფითია და ყველა ჯანმრთელია. ის 5 პირი რომლებსაც საფრთხე აღენიშნებოდათ, რადგან შემხებლობა ჰქონდა კოვიდ ინფიცირებულთან, კარანტინის ზონაში არიან გადაყვანილები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არცერთს არ აღენიშნება კოვიდ ინფიცირების საფრთხე, მაგრამ საჭიროა ისინი ამ ეტაპისთვის იყვნენ კარანტინში.

დანარჩენი ყველა ჩვენი სტუმარი, არის თავისუფალი, რადგან არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კოვიდ ინფექცია. ჩვენთან არანაირი რისკი არ არსებობს კოვიდ ინფიცირების, ძალიან გვიხარია, ბედნიერები ვართ და უკვე შეგვიძლია ჩვენი სტუმრები გავაცილოთ და მივიღოთ სხვა ახალი სტუმრები" - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ გუშინ ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი