დღეიდან ნატახტარი - მესტიის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები განახლდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიარეისები სამშაბათის და შაბათის გარდა კვირაში 5-ჯერ შესრულდება.
ავიარეისზე მგზავრობის ღირებულება ზრდასრულთათვის - 90 ლარი იქნება, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის გავრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა.
სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო.