სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა გახანგრძლივდება

03 სექტემბერი 2020, 11:42 1033 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების პროგრამა ერთ წლამდე გაუხანგრძლივდება. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის  ფანჯარა გაიხსნება ერთი თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.

"მთავრობამ კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ სამი თვიდან ექვს თვემდე. დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს ჩვენ სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მოგეხსენებათ, მიუხედავას იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სექტორს მივეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში