კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია

03 სექტემბერი 2020, 11:29 2078 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4-ის ინფიცირების წყარო კი ამ დრომდე უცნობია.

„დაგვემატა 20 ახალი შემთხვევა, დღეს 1568 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ამ 20 პაციენტიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქტების დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი კვლავ 81.6%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ 262 შემთხვევიდან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მცირე ნაწილის კი მსუბუქი მიმდინარეობის“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში