გასული 24 საათის განმავლობში აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, აქედან 2 შემთხვევა გუშინ გაჟღერდა, საუბარია სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისა" და მუნიციპალური ავტობუსში დაფიქსირებულ შემთხვევებზე. დღის ბოლოს გამოვლენილი 4 შემთხვევიდან 1 არის საკონდიტრო მაღაზია "დონას" კონტაქტი, 1 ტრაილერის მძღოლია, 1 შემთხვევა კარანტინიდანაა, 1 კი ცხელების ცენტრიდან.
ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 49 პაციენტი, 2 გამოჯანმრთელდა და გაეწერა.