პარლამენტის 31 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ფულად ჯარიმებს აწესებს.
ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“.
ჯარიმები იქნება განსაზღვრული ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობაზეც.