„ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა

29 აგვისტო 2020, 20:25 2811 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების  წარდგენის ცერემონია მიმდინაროებს, რომელსაც   პრემიერ-მინისტრი, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებიან. მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

ქართულმა ოცნებამ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რესან კონცელიძე და  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად ტიტე აროშიძე დაასახელეს.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020  წლის ოქტომბერში შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში