ბათუმში ექვსი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

29 აგვისტო 2020, 11:53 2753 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 21 წლის ახალგაზრდა ქურდობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი ექვსი ავტომობილის  საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ  დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში