ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი საქმეში ახალ გარემოებებზე საუბრობს

28 აგვისტო 2020, 11:05 1240 ნახვა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. ისინი  გამოძიების დაჩქარებას და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვენ. ოჯახი  ამ დრომდე  ელოდება  ექსპერტიზის  შედეგებს.

ადვოკატი და ოჯახის წევრები გუშინ პროკურატურაში საქმის მასალებს და მწყემსების ჩვენებებს გაეცნენ. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, საქმეში ახალი მწყემსების ჩვენებები გამოჩნდა, გამოძიება კი ამ ჩვენებების საფუძველზე ცდილობს დაამტკიცოს რომ მანქანის აღმოჩენის ადგილი საძოვრებად არ გამოიყენება.

ოჯახის უფლებადამცველის განმარტებით კი მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებსაც გამოეხმაურა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი