ცრუ ჩვენების მიცემისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს

28 აგვისტო 2020, 08:05 1045 ნახვა

თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.

გამოძიების მტკიცებით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და ამავე ქუჩაზე მცხოვრებ პირ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი