ბათუმის ''დინამომ'' ევროპალიგაზე ასპარეზობა პირველ ეტაპზე დაასრულა

28 აგვისტო 2020, 00:58 1836 ნახვა

ბათუმის “დინამო’’ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.

ბათუმელები ისრაელში ‘’ჰაპოელ ბერ-შევასთან’’ 3-0 დამარცხდნენ და ევროტურნირის მიღმა დარჩნენ.

საწყის წუთებში ბათუმელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, თუმცა  მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს. მე-9 წუთზე ჟესუმ ანგარიში გახსნა და ‘’ბერ-შევა ‘’ წინ გაიყვანა. 21-ე წუთზე კაბჰას დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და ალავიძის კარში აღმოჩნდა.

პირველი ნახევარი ისრაელის თასის მფლობელმა 2-0 მოიგო.   მეორე ნახევრის დაწყების შემდეგ ბათუმელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა შექმნეს, თუმცა საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს.

 61-ე წუთზე ჟესუმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა და ყოველგვარ ინტრიგას საბოლოო წერტილი დაუსვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში