აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ნებართვა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასულიყო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და ამ დრომდე დინამიურად გრძელდება.
''დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყეთ, თურქეთში ჩვენი მოქალაქეების გადასვლისთვის საჭირო სანებართვო პროცესი. საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით 2000-ზე მეტმა პირმა მიიღო ნებართვა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასასვლელად. ყოველდღიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ შესაბამისი მოწვევის წარმოდგენის შემთხვევაში არავის არ შეექმნას დაბრკოლება, საქმიანობის განხორციელებაში. საზღვრის კვეთა კი განხორციელდეს მინიმალური პროცედურების გავლით'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.