დაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება

26 აგვისტო 2020, 11:56 1514 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორი სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. აღნიშნულ პერიოდამდე კი დასახლებებში ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება.

''მესტიაში დაახლოებით 600-მდე ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცე. 2 სექტემბერს მთავრდება მთლიანად საკარანტინო ვადა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომ დაბა მესტია და ლენჯერის თემი გაიხსნება, ოღონდ ლენჯერის თემში ინტენსიური ტესტირება კვლავ გრძელდება. სოფელში 600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანი ტესტირებული უნდა იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს დაწესდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი