საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება 

26 აგვისტო 2020, 12:53 7151 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.  

15 სექტემბრიდან კი სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. 

''ჩვენს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს ეტაპობრივი მიდგომა მიბილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ კი საბავშვო ბაღები. 

ჩვენ  ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან რომლის შესახებ ინფორმაციასაც მოგაწვდით.

მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით. კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები'' - განაცხადეს ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში