შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
უწყების ცნობით, შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა.
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.
დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან და ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა მძიმეა.