ლენტეხში სოფელ საყდართან მისასვლელი გზა გაიხსნა

23 აგვისტო 2020, 12:26 990 ნახვა

უამინდობის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელთან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ დააზიანა.გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ოთხ სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას ცდილობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში