ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი 19 წლის პირი დააკავეს-ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყება მათ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება.
გამოძიებით დგინდება რომ დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 30 წლის ახალგაზრდა დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.უწყების განცხადებით, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.