37 წლის მოქალაქის თავისუფლების აღკვეთისთვის დაკავებულებს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

22 აგვისტო 2020, 15:26 1500 ნახვა

უკანონო აღკვეთის ბრალდებით  დაკავებულ ხუთი მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

გამოძიების ინფორმაციით მათ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 37 წლის პირს, რის შემდეგაც ცივი იარაღის მუქარით მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ქობულეთში ჩაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებულები გადაადგილების დროს აიყვანა.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი