თეა ახვლედიანის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

22 აგვისტო 2020, 12:35 1100 ნახვა

ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარება - ამ საკითხებზე ისაუბრეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, ისაუბრა კოვიდ-19 პანდემიის ფონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო ვითარებაზე და ამ მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როლზე საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში