წაღებული საავტომობილო და საფეხმავლო გზები, დაზიანებული ხიდები - სტიქია ლენტეხში

21 აგვისტო 2020, 11:51 1573 ნახვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას.

კოკისპირული წვიმა მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი