2022 წლის ზაფხულში საქართველო ისტორიაში პირველად ხელბურთში, ქალთა გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში 18 წლამდე ეროვნული ნაკრების დებიუტი შედგება. მსოფლიოს საუკეთესო 32 გუნდი თბილისსა და ბათუმს ეწვევა. სწორედ ბათუმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში ხელბურთელ გოგონათა ნაკრები წარადგინა. წარდგენილი 26 სპორტსმენიდან 2 ბათუმელია, პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ 18 საუკეთესო მიიღებს.