დააკავეს მოქალაქე, რომელმაც სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა - შსს

20 აგვისტო 2020, 12:51 4109 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ბათუმში, სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული პირი, ყაჩაღობის ბრალდებით აიყვანეს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 5- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი