ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო

18 აგვისტო 2020, 13:23 1403 ნახვა

აჭარაში, ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს. ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით  3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის.

კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი იმ ადგილებს შორისაა, რომლის მონახულებაც ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს შეუძლიათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის მარკირებას  ახორციელებს, მიმდინარეობს საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება და მარშრუტის ტურისტული რუკაზე მუშაობა. შემოდგომაზე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფო ტურს გეგმავს.

ამ ეტაპზე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მთიან აჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი