მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება იწყება

18 აგვისტო 2020, 13:01 1208 ნახვა

დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება იწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.

შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში