რა რეგულაციებით დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღებში? კითხვაზე შრომის ინსპექციიდან მთელი დღის მანძილზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. გამოწვევის წინაშე არიან კერძო ბაგა ბაღები, - მფლობელები აცხადებენ, რომ მკაცრი რეკომენდაციების დაცვას, ვერ შეძლებენ და ბიზნესის გადარჩენა გაუჭირდებათ.
რეგულაციების თანახმად, ოთახებში აღსაზრდელთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. ბაღებისგან განსხვავებით, უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია, როგორ დაიწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. მიუხედავად პანდემიის რისკებისა, სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას მშობლებიც და მოსწავლეებიც მიესალმებიან.