კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს, საქართველოში, ამასთანავე გამოჯანმრთელდა 4. უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი, ამჯერად ქობულეთის კაფე ჰავანას კლასტერი გაჩნდა. ქობულეთში ყველა კაფე-რესტორნისა თანამშრომლებს ამოწმებენ. ეპიდემილოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 9-11 აგვისტოს ვინც ამ კაფეში იყო, თუ სიმპტომები გამოუვლინდებათ, „ცხელების ცენტრებს“ უნდა მიმართონ. ქობულეთის გარდა, მაღალი რისკებია, ბათუმის კლუბებში, სადაც ყველაზე მეტი ხალხმრავლობაა.