„ქუჩის მხატვრობის ვორქშოფი”

17 აგვისტო 2020, 10:01 1348 ნახვა

აჭარის  კულტურის   სამინისტროს მიერ ორგანიზებული „თავისუფალი პროექტების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელთა შორის ერთ-ერთია „ქუჩის მხატვრობის ვორქშოფი“.

ღონისძიებას ბათუმელი არტისტი იოსებ ჯორბენაძე უძღვება. ვორქშოფში მონაწილეობისთვის  150-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრნონ ხატვის პროცესს და გაეცნონ პროცესის თეორიულ და ტექნიკურ დეტალებს.

სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრობის წინ. პროექტის ფარგლებში ჯამში 200 კვ.მ. მოცულობის კედელი მოიხატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი